კონკურსი ტრანსპორტით სკოლის მომსახურე კომპანიიებისთვის

მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: კონკურსი
შპს ქართულ  - ამერიკული  სკოლა  პროგრესი აცხადებს კონკურსს ტრანსპორტით სკოლის მომსახურე კომპანიიებისთვის

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი აცხადებს კონკურსს ტრანსპორტით სკოლის  მომსახურე კომპანიებისთვის -  ქალაქ თბილისში.

ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს  სამ უმსხვილეს კამპუსს ქ. თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
 „პროგრესი“ 2002 წელს დაარსდა  და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - „College Board”-ის მიერ. 
 „პროგრესს“ ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია „Advanced,“ ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე „პროგრესს“ ანიჭებს ოფიციალურ უფლემოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში! 
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად! 
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!

დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ:  http://americanacademyprogress.edu.ge/  
სკოლის ადგილმდებარეობა:  ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39

კონკურსის მიზანი:
ტრანსპორტით სკოლის  მომსახურე კომპანია პასუხისმგებელია სკოლის მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების ორგანიზებასა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროცესების და პროცედურების მართვაზე. 

აუცილებელი მოთხოვნები:
  • გამოცდილება;
  • მიკროავტობუსის ტიპის მექანიკური საშულებების ფლობა;
  • მექანიკური საშუალებების გამართული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა;
  • მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილებაზე პასუხისმგებლობა.

კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია:  2025  წლის  10 თებერვლიდან – 1 მარტამდე.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:  guram.kudakovi@schoolprogress.gehr.tbilisi@schoolprogress.ge;  

Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტრანსპორტით სკოლის  მომსახურე კომპანიa, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის  1 მარტი.
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა პროგრესი მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995599720008