ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტი

ქუთაისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ს/ც-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები: 
  • შემოსული ინციდენტების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია, კონფიგურაცია, გამართვა;
  • Active Directory და E-Mail მომხმარებლების მართვა;
  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
  • სხვდასხვა პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული ტექნიკის აპარატურული კომპონენტების ცოდნა;
  • ქსელური პროტოკოლების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ოპერაციული სისტემის Windows ცოდნა და მისი მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია, ბანკომატებთან ან/და პოს ტერმინალებთან მუშაობის გამოცდილება.

სხვა უნარები და თვისებები:
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
  • თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული;
  • სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციიის უნარი
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ანალიტიკური აზროვნება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@cartubank.ge 2025 წლის 10 მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.