იურისტი
თარიღები: 10 თებ - 10 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@cartubank.ge
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას  კომერციული ქსელის მართვის დეპარტამენტის ცენტრალური სერვისცენტრის,  იურისტის თანამდებობაზე. 
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი 
სამუშაო განაკვეთი: სრული 
 
ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • საკრედიტო და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია; 
  • ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების (კრების ოქმი, პარტნიორის გადაწყვეტილება, მინდობილობა და ა.შ.) მომზადება; 
  • ქონებაზე სამართლებრივი დატვირთვის გაუქმებისათვის დადგენილი წესით  საჭირო წერილების, მომზადება; 
  • ხელშეკრულების გასაფორმებლად წარდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა ინსტრუქციებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; 
  • საკრედიტო დოკუმენტაციის გაფორმებისა და შენახვის დადგენილი მოთხოვნების დაცვა; 
  • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა; 
  • მესამე პირებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების მომზადება (ნარდობა, იჯარა და სხვა); 
  • ბანკის საოპერაციო განყოფილების კონსულტაცია და  ჩართულობა ანგარიშების გახსნის პროცედურებში. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • სავალდებულო უმაღლესი განათლება ; 
  • ფინანსურ ორგანიზაციებში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური ენის ცოდნა; 
  • სამართლებრივ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობის დაცვა .  
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,  CV ელექტრონულად გამოგზავნოთ მისამართზე:  vacancy@cartubank.ge 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ CV-ზე ან ელ.ფოსტის თემატიკაში არ იქნება მითითებული თანამდებობა, რომელზეც აგზავნით CV-ს, განაცხადები არ იქნება განხილული. 
განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 მარტი. 
 
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. 
 
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ  და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ის, განცხადებ(ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე:     (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ(ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.