კონტაქტ ცენტრის ოპერატორი

ბათუმი სრული განაკვეთი ალიანს ჯგუფი
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
კომპანია "ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ბათუმში.

ვეძებთ მონდომებულ, მიზანსწრაფულ და თავდაჯერებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს დინამიურ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქტის სრულყოფილად ფლობა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • კლიენტებთან ურთიერთობა (ტელეფონის, მეილის, სოციალური ქსელის საშუალებით კლიენტისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება);
  • CRM სისტემაში მუშაობა;
  • დაფიქსირებული მოთხოვნების CRM სისტემაში რეგისტრაცია;
  • კონტროლი მოთხოვნების დროულ შესრულებაზე, საკითხის შესრულების შემდეგ კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია;
  • რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
  • მრავალფეროვან ადამიანებთან კომუნიკაციის, ინტერპერსონალური უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და აქტიურ გარემოში მუშაობის სურვილი;
  • ორგანიზებულობისა და ანალიტიკის უნარი;
  • გუნდურობის სურვილი 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების გამართულად (Fluently) ფლობა;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის ან ქოლ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
  • CRM-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:
  • უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • გამორჩეულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • ფიქსირებულ ხელფასთან ერთად, საბონუსე სისტემას.

გამოგვიგზავნე რეზიუმე  2025 წლის 9 მარტის ჩათვლით მისამართზე: hr@alliance.ge; სათაურში Contact center operator-ის დასახელებით. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 

ადგილმდებარეობა: 6 მარჯანიშვილის ქ. ბათუმი

გისურვებთ წარმატებას!

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს „ალიანს სიტი,, საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ  მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და  მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ; 
მონაცემთა მიმღებია - შპს „ალიანს სიტის“ ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა; 
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი 
ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით: 
  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’

შპს „ალიანს სიტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."