ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტი

თბილისი სტაჟირება არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
არქიში ვეძებთ ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტს  

და მისი ფუნქციები იქნება: 
  • ციფრული პროექტების დაგეგმვაში, მართვასა და მონიტორინგში მონაწილეობა;  
  • ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებისა და პროდუქტების მხარდაჭერა;  
  • პროექტის მოთხოვნების და ტექნიკური დავალებების მომზადება;  
  • ახალი ტექნოლოგიების კვლევა და ციფრული ტრენდების შესწავლა;  
  • სხვადასხვა გუნდებთან თანამშრომლობა ციფრული ინიციატივების განსახორციელებლად;  
  • კომპანიის მასშტაბით პრობლემური პროცესების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზების პოვნა; 
  • მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება პროექტის პროგრესზე; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით; 
  • 1-2 წლიანი გამოცდილება IT პროექტების მართვაში; 
  • Google Analytics, Firebase და სხვა ციფრული ანალიტიკის ხელსაწყოების ცოდნა (სასურველია) 
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 28 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php      
 
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე