გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯორჯიან ფიტნეს გრუპი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
ჯორჯიან ფიტნეს გრუპი, რომელმაც საერთაშორისო ბრენდის World Class-ს  პირველი ფიტნეს კლუბი გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
World Class არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 150 ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.

ფუნქცია/ მოვალეობები:
  • შეხვედრა პოტენციურ კლიენტებთან;
  • პოტენციური კლიენტებისათვის კლუბის პრეზენტირება; 
  • მომხმარებლის დაინტერესება კლუბის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
  • მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
  • მონაწილეობის მიღება გასვლით პრეზენტაციებში, კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის ფარგლებში;
  • გაყიდვების პირადი გეგმის შესრულება;
  • შესაბამისი დოკუმენტბრუნვის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ Intermediate);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (MS Office).

უნარები:
  • გამართულად მეტყველებისა და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პრეზენტირების უნარი;
  • სასიამოვნო გარეგნობა (სპორტული აღნაგობა ჩაითვლება უპირატესობად).

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, დამატებით ბენეფიტებს.

თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@worldclass.ge არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ  „ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3  წლის განმავლობაში.