ჯორჯიან ფიტნეს გრუპი, რომელმაც საერთაშორისო ბრენდის World Class-ს პირველი ფიტნეს კლუბი გახსნა თბილისში, მოხარულია გამოაცხადოს ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
World Class არის ფიტნესის საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი ოპერატორი, რომელიც 1983 წლიდან ოპერირებს მსოფლიო ბაზარზე, ფლობს 150 ფიტნეს კლუბს და მუდმივად ფართოვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და შუა აზიის რეგიონში.
ფუნქცია/ მოვალეობები:
- შეხვედრა პოტენციურ კლიენტებთან;
- პოტენციური კლიენტებისათვის კლუბის პრეზენტირება;
- მომხმარებლის დაინტერესება კლუბის მომსახურებით და უპირატესობების წარმოჩენა;
- მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;
- მონაწილეობის მიღება გასვლით პრეზენტაციებში, კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის ფარგლებში;
- გაყიდვების პირადი გეგმის შესრულება;
- შესაბამისი დოკუმენტბრუნვის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ Intermediate);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა (MS Office).
უნარები:
- გამართულად მეტყველებისა და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- პრეზენტირების უნარი;
- სასიამოვნო გარეგნობა (სპორტული აღნაგობა ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, დამატებით ბენეფიტებს.
თუ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე vacancy@worldclass.ge არაუგვიანეს 2025 წლის 31 მარტისა და წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ „ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.