სადისტრიბუციო კომპანია „დაკო ტრეიდ“ 2013 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წარმოადგენს ისეთ ქართულ და საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: „LA FAMILIA“, „KYKNOS”, “KALAS”, „MELISSA“, „CAPTAIN’S“, „JOTIS“, „CAPRICE“, „PAPADOPOULOS“, „MEGA“, „KALO“ და სხვა.
სადისტრიბუციო კომპანია „დაკო ტრეიდ“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე, ქუთაისში.
მოთხოვნები:
- სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენის, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
- პროდუქციის ვადების შემოწმება და FIFO სტანდარტის დაცვის კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
- შესრულებული საქმის დროული ანგარიშის წარდგენა შესაბამის დეპარტამენტებთან;
- ტერიტორიაზე პროდუქციის მუდმივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის განლაგების შენარჩუნება და მისი გაფართოება სავაჭრო ობიექტებში;
- საჭიროების შემთხვევაში შეკვეთებში მონაწილეობის მიღება.
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
- სასურველია, მართვის მოწმობა B კატეგორია და საკუთარი ავტომობილი;
- პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
მოვალეობები:
- ვიზიტი ობიექტებთან განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
- არსებულ და პოტენციურ ობიექტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
- ახალი ობიექტების მოძიება;
- პროდუქციის მახასიათებლების პრეზენტაცია და შეთავაზება,
- სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით;
- ობიექტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი + მანქანის ცვეთის ხარჯი + საწვავი + ჯანმრთელობის დაზღვევა+საპენსიო შენატანის დაფინანსება
- სამუშაო განაკვეთი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ cv გამოაგზავნეთ მითითებულ მეილზე : info@dakotrade.ge სათაურში მიუთითეთ პოზიცია და ქალაქი . (მერჩენდაიზერი,ქუთაისი )