ტექნოკრედიტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ქოლ ცენტრის ოპერატორი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + საბონუსე სისტემა
კომპანია „ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია „ტექნოკრედიტი“ ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა. კომპანიის ვებ-გვერდი - https://technocredit.ge
კომპანიის ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კომფორტული სამუშაო გარემო
- განვითარების საშუალება
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და დადგენილი სტანდარტის მიხედვით მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლების და პოტენციური მომხმარებლების მომსახურება Facebook- ის მეშვეობით;
- მსესხებლების მხრიდან დაფიქსირებული უკმაყოფილებებისა და პრეტენზიების ჩანიშვნა;
- მომხმარებლის არასტანდარტული მოთხოვნის შემთხვევაში ზარის რელევანტურ პირთან/პირებთან გადამისამართება;
- საჭიროების შემთხვევაში, მსესხებლის ინფორმირების მიზნით გამავალი ზარის განხორციელება;
საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და თვისებები:
- აკადემიური განათლება
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- ეფექტური კომუნიკაცია
- ანალიტიკური აზროვნება,
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე vacancy@techno-group.ge არაუგვიანეს 2025 წლის 5 მარტამდე .
გთხოვთ, მეილის „subject“-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
გისურვებთ წარმატებას!