სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 19 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- მიიღოს და დაასაწყობოს შესყიდული საქონელი;
- აღრიცხოს პროდუქციის მიღება და გაცემა პროგრამა „ბალანსში“;
- აკონტროლოს საწყობის ნაშთი და დროულად დაგეგმოს შესყიდვები, განსაზღვროს მინიმალური ნაშთები და თვიური შესყიდვების ოდენობები;
- აკონტროლოს საწყობის ფაქტობრივი და საბუღალტრო ნაშთები, ჩაატაროს ყოველთვიური ინვენტარიზაცია და მიაწოდოს ბუღალტერიას შედეგები;
- შეადგინოს მომარაგების სპეციალისტების და მძღოლ ექსპედიტორების დღის განრიგები და მონიტორინგი გაუწოს მათ შესრულებას;
- აკონტროლოს სხვადასხვა სამსახურებიდან შემოსული მოთხოვნები ტექნიკა/ინვენტარზე და ორგანიზება გაუწიოს მათ დაკმაყოფილებას;
- მოახდინოს შემოსული პროდუქციის რაოდენობის შედარება თანმხლებ დოკუმენტებთან;
- მონიტორინგი გაუწიოს შესყიდული საქონლის ხარისხის შესაბამისობას ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრულ საქონლის ნიმუშებთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“-ში ან ანალოგიურ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
- Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული თვისებები
- ორგანიზების და მართვის უნარი;
- სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: კომპანიის საწყობი, ქ. თბილისი, ავჭალა
ანაზღაურება: 1800 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პირველი 3 თვის მანძილზე 1600 ლარი, შემდეგ 1800 ლარი).
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.