საწყობის კოორდინატორი

თბილისი ნახევარი განაკვეთი სუფთა სამყარო
მივლინება: არა ხელფასი: 1800
განათლება: ბაკალავრი
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე

პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 19 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • მიიღოს და დაასაწყობოს შესყიდული საქონელი;
  • აღრიცხოს პროდუქციის მიღება და გაცემა პროგრამა „ბალანსში“;
  • აკონტროლოს საწყობის ნაშთი და დროულად დაგეგმოს შესყიდვები, განსაზღვროს მინიმალური ნაშთები და თვიური შესყიდვების ოდენობები;
  • აკონტროლოს საწყობის ფაქტობრივი და საბუღალტრო ნაშთები, ჩაატაროს ყოველთვიური ინვენტარიზაცია და მიაწოდოს ბუღალტერიას შედეგები;
  • შეადგინოს მომარაგების სპეციალისტების და მძღოლ ექსპედიტორების დღის განრიგები და მონიტორინგი გაუწოს მათ შესრულებას;
  • აკონტროლოს სხვადასხვა სამსახურებიდან შემოსული მოთხოვნები ტექნიკა/ინვენტარზე და ორგანიზება გაუწიოს მათ დაკმაყოფილებას;
  • მოახდინოს შემოსული პროდუქციის რაოდენობის შედარება თანმხლებ დოკუმენტებთან;
  • მონიტორინგი გაუწიოს შესყიდული საქონლის ხარისხის შესაბამისობას ხელშეკრულებით წინასწარ განსაზღვრულ საქონლის ნიმუშებთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა „ბალანსი“-ში ან ანალოგიურ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook) ცოდნა;
  • Excel მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები
  • ორგანიზების და მართვის უნარი;
  • სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ადგილმდებარეობა: კომპანიის საწყობი, ქ. თბილისი, ავჭალა
ანაზღაურება: 1800 ლარი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის პირველი 3 თვის მანძილზე 1600 ლარი, შემდეგ 1800 ლარი).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.