საიუველირო მაღაზია აცხადებს ვაკანსიას
მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ:
ჩვენი კომპანია უკვე 5 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოში სამკაულებისა და აქსესუარების სექტორში და წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს.
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი საიუველირო მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე!
დარიცხული ანაზღაურება: 2000-3800 ლარი;
ფილიალის ლოკაცია: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი;
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5/2;
ბენეფიტები:
- საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი;
- კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ბრენდულ პროდუქციაზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო ვაჭრობის სფეროში;
- რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე და მაღლა);
- MS Office-ის ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook).
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- განვითარებისა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ლინკზე და შეავსეთ აპლიკაცია:
https://bit.ly/4jJOoyj დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
კონფიდენციალურობის დებულება:
თქვენს მიერ CV-ის გაგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს, თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.