მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი საიუველირო მაღაზია
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 3800
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ფილიალების ქსელი
საიუველირო მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე
 
კომპანიის შესახებ: 
ჩვენი კომპანია უკვე 5 წელია წარმატებით საქმიანობს საქართველოში სამკაულებისა და აქსესუარების სექტორში და წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს. 
თუ მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის, შემოგვიერთდი და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი საიუველირო მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე! 
დარიცხული ანაზღაურება: 2000-3800 ლარი;  
ფილიალის ლოკაცია: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი; 
სამუშაო განაკვეთი: სრული, 5/2; 
 
ბენეფიტები: 
  • საბონუსე სისტემა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათი; 
  • კორპორატიული ფასდაკლება კომპანიის ბრენდულ პროდუქციაზე; 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სავაჭრო ობიექტის საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა და მონიტორინგი; 
  • გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა; 
  • გაყიდვების დეპარტამენტთან კოორდინირებული თანამშრომლობა და ეფექტური კომუნიკაცია; 
  • გუნდის მართვა; 
  • სამუშაო პროცესების დაგეგმვა და კონტროლი; 
  • გრაფიკებისა და შვებულებების შედგენა; 
  • შეფასებისა და განვითარების პროცესების ინიცირება; 
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი; 
  • შოურუმში პროდუქციის განთავსებისა და მერჩენდაიზინგის მონიტორინგი; 
  • სალარო ოპერაციების კონტროლი; 
  • პროდუქციის მარაგების მართვა და მიღების პროცესის მონიტორინგი; 
  • დაგეგმილი აქციების ორგანიზება და მართვა; 
  • პროდუქციის გეგმური აღწერის პროცესის მართვა; 
  • პრობლემური საკითხების დროული გადაწყვეტა, როგორც თანამშრომლებთან, ისე მომხმარებლებთან; 
  • სისუფთავისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა სავაჭრო ობიექტში; 
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის ანგარიშგება; 
  • ყოველდღიური რეპორტების მომზადება; 
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება მის კომპეტენციასთან შესაბამისობაში. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე საცალო ვაჭრობის სფეროში; 
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე და მაღლა); 
  • MS Office-ის ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook). 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი; 
  • განვითარებისა და შედეგებზე ორიენტირებულობა; 
  • დროის ეფექტური მართვის უნარი; 
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ლინკზე და შეავსეთ აპლიკაცია: https://bit.ly/4jJOoyj  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებას! 
 
კონფიდენციალურობის დებულება: 
თქვენს მიერ CV-ის გაგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს, თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე