ATM ტექნიკოსი
თარიღები: 22 თებ - 08 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@bs2.ge
,,ბს/2 ჯორჯია“-ს გუნდში ვეძებთ ATM ტექნიკოსს

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/ ). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.

Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
  • ბანკომატებზე ტექნიკური მომსახურების განხორციელება;
  • ბანკომატის ნაწილების შეკეთება-გამოცვლა;
  • პრევენციული ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალირება.

მოთხოვნები:
  • პირადი მსუბუქი ავტომობილის ფლობა;
  • ოპერაციული სისტემისა და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
  • კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა;
  • განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა - B1.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
  • ავტომობილის იჯარას;
  • ავტომობილის დაზღვევას;
  • Fit pass ბარათს;

· ანაზღაურება: 1500 ლარი (NET) + ზეგანაკვეთური.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ATM ტექნიკოსი გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში. გისურვებთ წარმატებას!