ავეჯისა და ინტერიერის დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი სკალა ჰოლდინგი
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
კომპანია "სკალა ჰოლდინგი" აცხადებს კონკურსს ავეჯისა და ინტერიერის დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ავეჯის 3D დიზაინისა და რენდერის შექმნა;
  • სრული დიზაინ პაკეტის მომზადება, რაც მოიცავს მასალების გაწერას, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური ნახაზების შექმნას წარმოებისთვის;
  • დავალების მიღებიდან ნამუშევრის წარდგენა 1 კვირის განმავლობაში.

შენიშვნა: ავეჯის დიზაინის შექმნისას უნდა იყოს გათვალისწინებული სერიული წარმოების მიმართულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • Autocad, Archicad, 3Ds Max, Sketchup და Photoshop-ის უმაღლესი დონეზე ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული, თურქული);
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული პლიუს ბონუსი ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  office@scalacontract.ge  
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ იქნება განხილული.