უნივერსალური მოლარე-ოპერატორი

ქობულეთი სრული განაკვეთი სესხის გამცემი სუბიექტი ხუცუბანი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: მოლარე (საბანკო) ბუღალტერია/ფინანსები: მოლარე (ბუღალტერია)

სესხის გამცემი სუბიექტი შპს „ხუცუბანი“ ​- აცხადებს ვაკანსიას ქ. ქობულეთში სათაო ოფისში:უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე


დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი

გამოცდილების დონე: ბაკალავრი


ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას,
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას


პოზიციაზე არსებული პირობები:

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში 1-3 თვემდე ვადით -  ანაზღაურება 400.00 ლარი
  • შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება 1000 ლარამდე მზარდი.

 

სამუშაოს აღწერა:

  • მომხმარებლებისათვის ხარისხიანი, ზუსტი და კვალიფიციური მომსახურება
  • მომხმარებლებთან  თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება
  • შემოსავლისა და გასავლის ოპერაციების წარმოება
  • მომხმარებლებისათვის საოპერაციო და საკასო მომსახურების გაწევა;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების წარმოება;
  • ფულადი სახსრების  კონტროლი;
  • სალაროს დოკუმენტაციის სწორი და დროული წარმოება. 
  • ნაღდი ფულის და საბანკო გადარიცხვების (ტრანზაქციების)  მონიტორინგი;
  • საბალანსო უწყისებში მონაცემების შეყვანა;
  • ოქროს და სხვა ძვირფასი ლითონების შეფასება, სესხის გაცემა, სასესხო და სავალუტო პროგრამაში მუშაობა.
  • AML/CTF სპეციალისტის  ჩანაცვლება მისი არ ყოფნის დროს.
  • საქართველოს ფინანსური მონიტორინგის  მიერ დაწესებული რეგულაციების კონტროლი;
  • ურთიერთობა საქართველოს  ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან;
  • შიდა კონტროლის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
  • მსგავს პოზიციებზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება(სასურველია);
  • გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • კეთილსინდისიერი, მოტივირებული, შრომისმოყვარე, ორგანიზებული.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ფლობა(რუსული,ინგლისური)


როვნული უნარები:

  • თავაზიანობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალობა
  • ორგანიზებულობა;
  • აქტიურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა 
  • გუნდურად მუშაობის უნარი 
  • სისხარტე
  • გაყიდვების უნარი
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;

 

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  mamukacec@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 593000375


შპს ხუცუბანი  დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს 


CV-ს გამოგზავნით ვეთანხმები , რომ შპს ხუცუბანი  დაამუშავებს  ჩემს შესახებ პერსონალურ მონაცემებს, თანახმა ვარ ჩემს შესახებ პერსონალური მონაცემები კომპანიამ შეინახოს 3 წლის განმავლობაში.


საკონტაქტო ინფორმაცია:


სესხის გამცემი სუბიექტი „ხუცუბანი“  ქ. ქობულეთი, საქართველო რუსთაველის #138ა სათაო ოფისი.


განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა: 8 მარტი  2025წ.