ოპერატორი
თარიღები: 06 თებ - 07 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ-ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: qalaquri1@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995592 915 599
„ქალაქური“ წარმოადგენს ქართულ კომპანიას, რომელიც უკვე 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქართული თხილეულის და ჩირეულის, ასევე იმპორტირებული პროდუქტების დამზადება, დაფასოება.

ქალაქური“ აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავშნის 88 (თემქა-მუხიანის კვეთა) განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი -პარასკევი 09:00-18:00 სთ, შაბათი 09:00-15:00 სთ.
ხელფასი: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობები:
  • პროგრამაში შეკვეთების მიღება, გადატანა რეალიზაციის მოდულში. დღის ბოლოს საწყობისთვის დატვირთვის ამოღება.
  • ზედნადებების ატვირთვა სადისტრიბუციო პროგრამიდან შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე (+გაუქმებული ზედნადებები)
  • საწყობის მენეჯერისთვის ფინანსური რეპორტის მომზადება;
  • უკან დაბრუნების ზედნადებების ატვირთვა;
  • პროგრამაში არსებული რეალიზაციების და უკან დაბრუნებების ყოველდღიური შედარება საგადასახადო საიტთან;
  • რეგიონების ბორტები, ნაშთებისა და ქვეზედნადებების სისწორის კონტროლი;
  • ფასების კონტროლი ობიექტების მიხედვით;
  • სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობებისა და ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების და მითითებების შესრულება. 

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • საბუღალტრო პროგრამა FMG - ს ცოდნა. 
  • ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.. 
  • პასუხისმგებლობიანი. 
  • თვითორგანიზებული. 
  • პუნქტუალური.

შესაბამისი კვალიფიკაციის დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ.ფოსტაზე: qalaquri1@gmail.com
ტელ. +995592 915 599

ქალაქური გისურვებთ წარმატებას!