სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში საკრედიტო დეპარტამენტის საცალო სესხების განყოფილებაში, საცალო სესხების საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს.
სამუშაო ადგილი: ბათუმის სერვის ცენტრი
დამატებითი ბენეფიტები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა/კორპორატიული სატელეფონო ლიმიტი
- სასიამოვნო სამუშაო გარემო.
პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
- ახალი კლიენტების მოზიდვა;
- ბაზების დამუშავება და შეთავაზებების განხორციელება;
- სხვადასხვა ორგანიზაციებში პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება;
- საცალო საკრედიტო პროდუქტების განახადების მიღება, დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა და სესხის გაცემაში მონაწილეობის მიღება;
- საკრედიტო პორტფელის მართვა;
- შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში, სასურველია დაკრედიტების მიმართულებით.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
ანაზღაურება:
განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით,
ფიქსირებულ ხელფასს დამატებული მოქნილი საბონუსე სქემა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, სს „სილქ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 თებერვალი
გისურვებთ წარმატებებს !