საცალო სესხების საკრედიტო ოფიცერი

ბათუმი სრული განაკვეთი სილქ ბანკი
მივლინება: არა
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში საკრედიტო დეპარტამენტის საცალო სესხების განყოფილებაში, საცალო სესხების საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, პუნქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდის ახალ წევრებს. 

სამუშაო ადგილი: ბათუმის სერვის ცენტრი 

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა/კორპორატიული სატელეფონო ლიმიტი
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები: 
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • ბაზების დამუშავება და შეთავაზებების განხორციელება;
  • სხვადასხვა ორგანიზაციებში პრეზენტაციების დაგეგმვა და ჩატარება;
  • საცალო საკრედიტო პროდუქტების განახადების მიღება, დამუშავება, კომიტეტზე წარდგენა და სესხის გაცემაში მონაწილეობის მიღება;
  • საკრედიტო პორტფელის მართვა;
  • შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
  • 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში, სასურველია დაკრედიტების მიმართულებით.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

ანაზღაურება:
განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით, 
ფიქსირებულ ხელფასს დამატებული მოქნილი საბონუსე სქემა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;  
წერილის სათაურში (subject)  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ  გასაუბრება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ,  სს „სილქ ბანკმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება სს „სილქ ბანკის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 თებერვალი  

გისურვებთ წარმატებებს !