მიკრო სესხების ოფიცერი
თარიღები: 06 თებ - 06 მარ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
საბანკო:  ბანკის კლიენტთა მომსახურება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@silkbank.ge
სს „სილქ ბანკი“ აცხადებს ვაკანსიას ქ.ქუთაისი ბიზნეს სესხების განყოფილებაში მიკრო სესხების ოფიცერის თანამდებობაზე
სამუშაო ადგილი: ქუთაისის სერვის ცენტრი

დამატებითი ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პროფესიული მოვალეობანი და ძირითადი ფუნქციები:
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • ბიზნესის ობიექტის მონაცემების შეგროვება-დამუშავება, ფინანსური ანალიზის მომზადება;
  • საკრედიტო კომიტეტზე განაცხადის გატანა და დამტკიცების შემთხვევაში სესხის გაცემა;
  • მიმდინარე პორტფელის მომსახურება და მონიტორინგი
  • პრობლემურ მსესხებლებთან მუშაობა.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მიკრო სესხების ოფიცერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია - ფინანსები, ეკონომიკა, საბანკო საქმე , ბიზნეს ადმინისტრირება).
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.


დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.მისამართზე: hr@silkbank.ge;
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
შესაბამისი განათლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე კანდიდატებს ჩაუტრადებათ გასაუბრება და ტესტირება.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, სს „სილქ ბანკი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, ბანკის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 6 მარტი