გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Rashicar
მივლინება: არა ხელფასი: 600 - 3000 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: ავტომობილი, ავტონაწილები, გაყიდვების მენეჯერი, კლიენტების მომსახურების მენეჯერი, საცალო კლიენტთა მომსახურება

7 წლიანი გამოცდილების მქონე ავტოიმპორტიორი კომპანია RashiCar • რაშიქარ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ და შეუძლიათ მოკლე ვადაში შეიქმნან მაღალანაზღაურებადი პროფესიული კარიერა გაყიდვების სფეროში.


ძირითადი მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათი საჭიროებების ანალიზი;
  • შემომავალი მომართვების დამუშავება;
  • მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად, მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel მომხმარებლის დონეზე);
  • ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;


პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
  • ყურადღება დეტალების მიმართ.


ანაზღაურება: ფიქსირებული 600₾ + ბონუსი

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 11:00 - 18:00.

სამუშაო ადგილი: თბილისი. ი.გაგარინის 14/16


ჩვენთან გელით კომფორტული სამუშაო გარემო და კეთილგანწყობილი გუნდი.


დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV მაილზე rashicar.2024@gmail.com

წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".