“მარს - ვრიგლის“ (სნიკერსი) ოფიციალური პარტნიორი საქართველოში შპს “მასტერ თრეიდი” აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე . (კომპანიასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საიტს: http://master-trade.ge/home)
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);
აუცილებელი მოთხოვნები:
- აუცილებელია რუსული ენის C1 დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (excel; word);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
ძირითადი მოვალეობები:
- საქმიანი მიმოწერის წარმოება პარტნიორ კომპანიებთან;
- შესყიდვების განხორციელება;
- ნაშთების კონტროლი;
- გაყიდვების ანალიზი;
- გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების მონიტორინგი;
- ფასების მონიტორინგი;
- ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა;
ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს და, რაც მთავარია, განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მისამართზე hr@master-trade.ge და “subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!