ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონის პრისეილერის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 29 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:00 საათიდან-18:00 საათამდე)
სამუშაო ადგილი: დასავლეთ საქართველოს რეგიონი (ქუთაისი, ზესტაფონი)
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი ობიექტების მოძიება და კლიენტების მოზიდვა;
- მოლაპარაკების წარმოება სავაჭრო ობიექტებთან;
- შეკვეთების აღება/გაფორმება და მუდმივი მონიტორინგი;
- პროდუქციის ასორტიმენტის გაცნობა არსებული და პოტენციური მომხმარებლისთვის.
პიროვნული თვისებები:
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
აუცილებელი მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა (B კატეგორია)
- მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
უპირატესობა მიენიჭებათ ზოო ან ცხოველთა კვების მიმართულებით ნამუშევარ კანდიდატებს.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 05 მარტამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!