გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 
 
„არქი“-ში ვეძებთ გაყიდვებისა და მომსახურების სპეციალისტი

და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: 
  • დაინტერესებული მომხმარებლისთვის პროდუქტის დეტალების გაცნობა/შეთავაზება;  
  • მობინადრეებთან მოლაპარაკება ბინის გაქირავება/გაყიდვაზე; 
  • ბინის დათვალიერება, შეფასება, ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება და შესაბამის არხში განთავსება; 
  • მომხმარებელთან შეხვედრის დაორგანიზება; 
  • მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და შესაბამისი შეთავაზების მომზადება; 
  • უძრავი ქონების სააგენტოებთან აქტიური თანამშრომლობა; 
  • მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკების უზრუნველყოფა; 
  • დაინტერესებული მხარეებისთვის ფინანსურ, იურიდულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა; 
  • ნასყიდობის/გაქირავების კონტრაქტების მომზადება; 
  • ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება; 
  • CRM პროგრამაში მონაცემთა ბაზების შეყვანა, დამუშავება; 
  • შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • აუცილებელია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება; 
  • აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.  
 
ჩვენ კი გთავაზობთ: 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ; 
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში; 
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით; 
  • სამუშაო ადგილი: ისანი, გაყიდვების სერვის - ცენტრი. 
 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 23 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.  
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე