ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი სპექტრუმ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრატორი
კომპანია SPECTRUM/სპექტრუმი წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო-სამშენებლო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას და მშენებლობას.
 ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გუნდის საქმიანობის მხარდაჭერაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოფისის გამართულად მუშაობის ხელშეწყობა;
  • დღის განრიგის და შეხვედრების ორგანიზება;
  • ვიზიტორების დახვედრა, გამასპინძლება;
  • ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, თანამშრომლების მუშაობის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში;
  • საქმიანი წერილების შედგენა ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • პრეზენტაციების დაგეგმვა, მომზადება;
  • ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი მოგვარება;
  • შეხვედრებზე დასწრება, ინფორმაციის/დავალებების კონსოლიდირება და შესრულების დედლაინების კონტროლი;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ სამ წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისურ ენაზე, გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი, დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • Adobe InDesign-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • ორგანიზების კარგი უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პუნქტუალური, შრომისმოყვარე, ენერგიული;
  • გუნდური და სოციალურად გახსნილი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@spectrum.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: “ადმინისტრატორი’’ წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ “კანონის” მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით.
“სპექტრუმის“ საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის ვადით. თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სპექტრუმის ელ. ფოსტაზე წერილობითი მომართვის გზით გამოიხმოთ თქვენი რეზიუმე, თუმცა ეს შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.