ანაზღაურებადი სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში

ბათუმი სტაჟირება Alliance Palace
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
აპარტ-ჰოტელი ,,ალიანს პალასი“,  რომელსაც მართავს საერთაშორისო სასტუმროების მართვის კომპანია Aimbridge Emea  აცხადებს 4 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაყიდვების დეპარტამენტში ბათუმში, მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.

სამუშაო აღწერილობა:
  • დაამყაროს პროფესიული ურთიერთობა პოტენციურ კლიენტებთან/კომპანიებთან;
  • რეგულარულად განახორციელოს ისეთი ადმინისტრაციული მოვალეობები, როგორიცაა გაყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, ღონისძიებების გამართვის მოთხოვნის ფორმების მომზადება და დისტრიბუცია;
  • აწარმოოს Sales-Call-ები;
  • მონაწილეობა მიიღოს გაყიდვებთან დაკავშირებულ შეხვედრებსა და ტრეინინგებში;
  • მუდმივად განაახლოს და მოაწესრიგოს სასტუმროსთან დაკავშირებული საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებს მიაწოდოს ინფორმაცია სტუმართა ჯგუფების, შეხვედრების და სასტუმროში დაგეგმილი ღონისძიებების საჭიროებებისა და მოთხოვნების შესახებ;
  • დაამყაროს და შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ტურისტულ სააგენტოებთან და პარტნიორებთან;
  • დროულად უპასუხოს მეილებს და სატელეფონო ზარებს;
  • უზრუნველყოს მარკეტინგული მასალების დისტრიბუციის სწორი ფორმით გავრცელება;
  • იმუშაოს ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
  • მიიღოს შეკვეთები, გადადგას შემდეგი ნაბიჯები პროცესუალურ ნაწილში და უზრუნველჰყოს მისი ოპერატიულად შესრულება.

მოთხოვნები:
  • სასურველია გამოცდილება სასტუმრო სფეროში;
  • უცხო ენების ცოდნა ;
  • საოფისე/კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

გთხოვთ, ზემოაღნიშნული ინფორმაცია გამოგზავნოთ 2025 წლის 20 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@alliancepalace.ge და სათაურის ველში მიუთითოთ შემდეგი: „სტაჟირება გაყიდვების დეპარტამენტში“. 
ბოდიშს მოგიხდით არასრულყოფილი უკუკავშირისთვის, ვინაიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიისთვის განკუთვნილ მოთხოვნებს. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@alliancepalace.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.

გისურვებთ წარმატებას!