შესყიდვების მენეჯერი
თარიღები: 05 თებ - 06 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ხელფასი: 4000 - 5000
ენები: ინგლისური რუსული
შესყიდვები:  შესყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@renco.ge

რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.


ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.

პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)


კომპანია “რენეკო” აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.


სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსკოვის გამზირი #25

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:00 - 18:00 სთ; შაბათი: 9:00-14:00.

ანაზღაურება:4000-5000 (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)


ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვების სტრატეგიისა და შესყიდვების პოლიტიკის შემუშავება;
  • არსებულ მომწოდებლებთან დადგენილი სამუშაო სტანდარტების კონტროლი;
  • არსებულ მომწოდებლებთან დადგენილი საოპერაციო სტანდარტების კონტროლი;
  • კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტის ხარისხობრივი სტანდარტებისა და კატეგორიზაციის მკაცრი კონტროლი;
  • კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვებისა და დროული მომარაგების კოორდინაცია;
  • კომპანიის შესასყიდი პროდუქციის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მონიტორინგი და შესაბამისი ბაზის პროცესუალური განახლება;
  • კომპანიის ხელმძღვანელობისათვის სხვადასხვა კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
  • შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა, განახლება და კონტროლი;
  • შესასყიდი პროდუქტის საჭიროების იდენტიფიცირება/ვალიდაცია და დეპარტამენტების მიერ მოთხოვნილი რესურსების დადასტურება;
  • შესასყიდი პროდუქციის გეგმის საფუძველზე ოპტიმალური შესყიდვების გეგმის შემუშავება და გენერალურ დირექტორთან შეთანხმება;
  • საჭირო პროდუქტის შესყიდვის უზრუნველყოფა ადგილობრივსა და საერთაშორისო ბაზარზე; ამ მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე საჭირო პროდუქტის, მომწოდებლების, მათი ფასებისა და პირობების მოკვლევა;
  • ბაზარზე არსებული ახალი მომწოდებლებისა და მათი პროდუქციის პერიოდული ანალიზი.
  • მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, საუკეთესო პირობების შეთანხმება და დაკონტრაქტება;
  • კრიზისულ სიტუაციებში (ნედლეულის დეფიციტის, მოწოდების დაგვიანების, ნედლეულის ხარისხობრივი წუნის) სწრაფი რეაგირება გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის მიზნით;
  • შესყიდვების პროცესების ჯაჭვის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კონტროლი;
  • მიღებული ზედნადების/ინვოისის საფუძველზე შესყიდვის ორდერების მომზადება;
  • მარაგების ნაშთის კონტროლი, პროგრამული და რეალური ნაშთების დადარება;
  • კონტრაქტის პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • სავარაუდო ღირებულებისთვის ბაზრის კვლევის, ფასთა გამოკითხვის უზრუნველყოფა;
  • საბაჟო ოპერაციების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;
  • შესყიდვის დოკუმენტების მომზადება და პროგრამულად ასახვა/ელ-ფოსტით გაგზავნა;


ძირითადი მოთხოვნები:

  • შესყიდვების მენეჯერი პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია პროგრამა APEX - ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;


პიროვნული თვისებები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის უნარი;
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge . „სათაურის“ ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.


აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს). მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადის. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ანდა განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Vacancy@reneco.ge