ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 29 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.
“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დრო: ორშაბათი–პარასკევი 09:00–18:00 სთ
საწყისი ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის იმპორტის არსებული შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი;
- ტვირთების დოკუმენტების შემოწმება და შედარება მოქმედ კანონმდებლობასთან (ვეტ სერტიფიკატი, წარმოშობის სერტიფიკატი, ფიტო სერტიფიკატი);
- ტვირთების ერთ სატრანსპორტო საშუალებაში გაერთიანება/დაკომპლექტება;
- ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების განსაზღვრა;
- ტრანსპორტირებასთან და განბაჟებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება;
- სატრანსპორტო კომპანიებსა და საშუალებებზე მონაცემთა ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
- საბაჟო პროცედურების გატარება/დეკლარირება/განბაჟება;
- ტვირთების გადაადგილება-გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
- მოსალოდნელი გართულებების პროგნოზირება და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა და გატარება;
- საბაჟო დეპარტამენტებთან, ბროკერებთან, გადამზიდ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია;
- ჩამოსული ტვირთის შემოწმებაში მონაწილეობა - სატრანსპორტო კომპანიის მიზეზით მომხდარი დაზიანების ან დანაკლისების გამოვლენისას;
- ტვირთის დაზიანებით მიწოდების შემთხვევაში ბრალეულობის დადგენა და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის რეაგირების მიზნით;
- ლოჯისტიკური სამუშაოების მაღალი ხარისხით წარმართვისთვის/გაუმჯობესებისთვის იდეების და წინადადებების ინიცირება ხელმძღვანელობასთან;
- ურთიერთობა: სატრანსპორტო/გადამზიდავ კომპანიებთან, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და საბაჟო დეპარტამენტთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ლოჯისტიკის მიმართულებით;
- საბაჟო სფეროში და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ასიკუდას (ASYCUDA) ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
- MS Office-ის (Word, Excel, Power Point) ცოდნა;
- სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 05 მარტამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!