კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას დეკრეტის შემცვლელი უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: - ყოველთვიური რეპორტინგის წარმოებაში მონაწილეობის მიღება
- ყოველწლიური ფინანსური აუდიტის პროცესში ჩართულობა ( ინფორმაციის მოგროვება - მიწოდება )
- ბიუჯეტირების კონტროლის პროცესში ჩართულობა ( ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკლვევა )
- ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
- პრეზენტაციის მომზადება მენეჯმენტისთვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel -ის სრულყოფილი ცოდნა;
- ACCA-ის წიგნების ჩაბარება ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
პიროვნული თვისებები: - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული პრეზენტაციის ჩატარების უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 თებერვალი.