სამშენებლო სექტორში მოქმედი კომპანია ,,პოლიპრომი’’ 8 წელია წამყვანი ევროპული ბრენდების - Soudal, Diager, Samedia, Index
ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.
,,პოლიპრომის,, მთავარი ორიენტირი ხარისხზე მორგებული მომსახურება, ხელმისაწვდომობა და ოპერატიულობაა.
პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც საცალოდ, ასევე კორპორატიული მიმართულებით საქართველოს ყველა რეგიონში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე, ბათუმსა და თბილისში
სამუშაოს აღწერა
- ბათუმი - მაღაზია ნოვა
- თბილისი - მაღაზია მიჰაუსი
- მოქნილი გრაფიკი - 6 საათიანი სამუშაო დრო (საათების ინდივიდუალურად შეთანხმება შესაძლებელია)
- ანაზღაურება: 30 ლარი დღეში.
- გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
- ულიმიტო სასაუბრო დრო;
- სამედიცინო დაზღვევა
უფლება-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება
- სამუშაო არეალის მოწესრიგება (თარო, სტენდი)
- პროდუქციის მარაგებისა და ვადების კონტროლი
- ხელმძღვანელ პირთან დროული კომუნიკაცია
ძირითადი მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობა;
- სიახლეებისადმი სწრაფვა;
- მომხმარებლისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა (კომპანია უზრუნველყოფს ტრენინგებსა და სწავლებებს)
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ cv მითითებულ მეილზე: levani_tordinava@yahoo.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.