სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge), ერთ-ერთი პროექტისთვის Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები.
მოვალეობები:
- კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის შემუშავება გენერალურ მენეჯერთან ერთად;
- გუნდური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება და შენარჩუნება, თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაციით;
- მენეჯმენტ გუნდთან მუშაობა გაყიდვების გეგმის შესასრულებლად, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლის მიზნებისა და KPI-ს შესრულებას;
- ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, შემოსავლის პროგნოზირებისა და ხარჯების გათვალისწინებით;
- ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა და კომერციული სტრატეგიების ადაპტირება ბაზრის ცვლილებების შესაბამისად;
- უზრუნველყოს და მონიტორინგი გაუწიოს კომპანიის ჯვარედინი გაყიდვების პროცედურებს;
- გაყიდვების გუნდის მუშაობის მონიტორინგი;
- რეგულარული ზარების განხორციელება, როგორც არსებულ , ასევე პოტენციურ მომხმარებელთან;
- დადასტურებული ტარიფების გამოგზავნა, რეზერვაციების სისტემაში ჩასატვირთად;
- ტურისტულ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
- დეპარტამენტში არსებული საკითხების ოპერაციული მხარის შესრულება და მხარდაჭერა;
- გაყიდვების დეპარტამენტის ანგარიშების მომზადება და მონიტორინგი;
- გაყიდვების დეპარტამენტის ეფექტიანობის მონიტორინგი ;
- ანგარიშების .მომზადება, მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციების მომზადება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამცოდილება, მინიმუმ 2 წელი;
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- საოფის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office).
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 30 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების დირექტორი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე. hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
გისურვებთ წარმატებას!