გაყიდვების დირექტორი
თარიღები: 05 თებ - 06 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@likehouse.ge
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „ლაიქ ჰაუსი“ (likehouse.ge),  ერთ-ერთი პროექტისთვის  Blueskytower.ge აცხადებს ვაკანსიას    გაყიდვების დირექტორის    პოზიციაზე მრავალფუნქციურ კომპლექსში, რომლის მმართველობაშია თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომფორტული აპარტამენტები. 

მოვალეობები:
  • კომპანიის გაყიდვების სტრატეგიისა და გაყიდვების გეგმის  შემუშავება გენერალურ მენეჯერთან ერთად; 
  • გუნდური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება და შენარჩუნება, თანამშრომლებს შორის ეფექტური კომუნიკაციით;
  • მენეჯმენტ გუნდთან მუშაობა გაყიდვების გეგმის შესასრულებლად, რომელიც უზრუნველყოფს შემოსავლის მიზნებისა და KPI-ს შესრულებას;
  • ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა, შემოსავლის პროგნოზირებისა და ხარჯების გათვალისწინებით;  
  • ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი, არსებული ტენდენციების რეგულარული გაცნობა და კომერციული სტრატეგიების ადაპტირება ბაზრის ცვლილებების შესაბამისად;
  • უზრუნველყოს და მონიტორინგი გაუწიოს კომპანიის ჯვარედინი გაყიდვების პროცედურებს;
  • გაყიდვების გუნდის მუშაობის მონიტორინგი;
  • რეგულარული ზარების განხორციელება, როგორც არსებულ , ასევე პოტენციურ მომხმარებელთან;
  • დადასტურებული ტარიფების გამოგზავნა, რეზერვაციების სისტემაში ჩასატვირთად;
  • ტურისტულ გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • დეპარტამენტში არსებული საკითხების ოპერაციული მხარის შესრულება და მხარდაჭერა; 
  • გაყიდვების დეპარტამენტის ანგარიშების მომზადება და მონიტორინგი;
  • გაყიდვების დეპარტამენტის  ეფექტიანობის  მონიტორინგი ;
  • ანგარიშების .მომზადება, მონაცემთა ანალიზი, პრეზენტაციების მომზადება. 

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ტურიზმის მიმართულებით;
  • აღნიშნულ  პოზიციაზე  მუშაობის გამცოდილება, მინიმუმ 2 წელი;  
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 
  • რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა;
  • საოფის კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office). 

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 30 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@likehouse.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების დირექტორი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ პოზიციაზე.  hr@likehouse.ge გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულ ინფორმაციაზე.
გისურვებთ წარმატებას!