შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ახორციელებს ბრენდი "ნობათის" გაყინული ხორცპროდუქტების იმპორტს და "რერა"-სა და "ხინდას" ნახევარფაბრიკატების წარმოება - დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე.
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე
მდებარეობა: დიდი დიღომი , დემეტრე თავდადებულის 29
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება გამოცდილების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები
- წარმოების პროცესში გამოყენებული ნედლეულის პროგრამული აღრიცხვა;
- წარმოების სხვადასხვა ეტაპზე წარმოებული ნახევარფაბრიკატების პროგრამული აღრიცხვა;
- წარმოებული მზა პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა;
- წარმოების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული წუნდებული პროდუქციისა და სხვა დანაკარგების აღრიცხვა;
- საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
- ნაშთების კონტროლი;
- ინვენტარიზაციების მოწყობა პერიოდულად.
- რეცეპტების გადაკონტროლება პერიოდულად;
- გადახრების ანალიზის გაკეთება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საწარმოო პროცესების ცოდნა;
- 1C ERP- 8.3 ში მუშაობის გამოცდილება; (აუცილებელია)
- საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება