კომუნიკაციის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი Gez Motors
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: საშუალო განათლება ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: კლიენტთა მომსახურება
კომპანია გეზ მოტორსი 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და დღეს ბაზარზე 3 ფილიალით და ფართოსადილერო ქსელით არის წარმოდგენილი. კომპანია ამ ეტაპზე, აცხადებს ვაკანსიას და ეძებს კომუნიკაციების სპეციალისტს

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სოციალურ ქსელებში ინბოქსებზე და კომენტარებზე პასუხი
  • მომხმარებლის სატელეფონო ზარების მიღება და ინფორმაციის მიწოდება
  • ზარების მონიტორინგი, ცვლილებების აღნიშვნა, გამოტოვებული ზარების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში ფილიალთან გადამისამართება
  • ყოველკვირეული რეპორტინგის წარმოება
  • პრობლემის დროულად იდენტიფიცირება და მისი ოპერატიულად მოგვარება
  • გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულობა.

კვალიფიკაცია:
  • განათლება ან მუშაობის მცირე გამოცდილება კომუნიკაციების მიმართულებით
  • ინბოქსისა და კომენტარების მართვის გამოცდილება
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • სასურველია ინგლისური ენის და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
  • excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • ეთიკურობა და აკადემიურობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დროის სწორად მართვისა და ეფექტურად გამოყენების უნარი
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა

რას გთავაზობთ:
  • გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე (1 დღე დასვენება)
  • სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ (შესვენება 1 საათი)
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ანაზღაურება: 1000, ხელფასის ზრდა 3 თვის შემდეგ

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV-ი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gezmotors.ge