კომპანია "Legalese Georgia" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არანორმირებული, კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული, 2500 ლარი
აუცილებელი მოთხოვნები:
- გამოცდილება მძღოლის პოზიციაზე, მინიმუმ 2 წელი;
- ქალაქის ქუჩების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- B და C კატეგორიების მართვის მოწმობა სავალდებულოა;
- რუსული ენა.
ძირითადი უფლება-მოვალეობები:
- კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მართვა და მოვლა;
- მანქანის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა.
- ავტომობილის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
- პროდუქციის ობიექტებზე მიტანა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალური;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებული;
- ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@legalese.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.