მერიდიანი არის საზღვაო კოლეჯი და საწვრთნელი, სერტიფიცირების ცენტრი, რომელსაც აქვს სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ასევე ეროვნული და საერთაშორისო აღიარებები.
კერძოდ აღიარებულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ეროვნულ დონეზე, ხოლო საერთაშორისო დონეზე მინიჭებული აქვს ISO სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი ლოიდის რეგისტრის მიერ.
მერიდიანი გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
მერიდიანი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე
ორგანიზაცია- Meridian Maritime Training Centre
თანამდებობრივი სარგო: განსაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
სამსახურის ადგილმდებარეობა- ბათუმი.
სამუშაოს ტიპი - არასრული განაკვეთი.
ხარისხის მართვის მენეჯერი ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:
- ხელმძღვანელობს ხარისხის მართვის მენეჯმენტს, კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს ცენტრის ყველა სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს საქმიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- ასევე ხელმძღვანელობს ცენტრის მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების შემუშავებისა და შესრულების პროცესს;
- ახორციელებს სასწავლო პროცესის და პერსონალის საქმიანობის სისტემატურ შეფასებას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
- შესაბამისი ხარისხის დოკუმენტების შედგენა/რევიზია;
- ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობის შეფასებისა და თვითშეფასების პროცესებს და ანგარიშს წარუდგენს ხელმძღვანელობას;
- უზრუნველყოფს სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
- საგანამანათლებლო საქმიანობის და რესურსების შეფასების ხელშეწყობა;
- აუდიტებზე (როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო) კომპანიის ინტერესების დაცვა;
- ახდენს მომხმარებელთა შეფასებების შეგროვებას, ახორციელებს მათ ანალიზს და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს;
- მონიტორინგსა და შეფასებას უკეთებს კომპანიის სტრატეგიული განვითარების დინამიკას და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.
ხარისხის მართვის მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება, მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- ხარისხის მართვის მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წელი;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- უცხო ენის ცოდნა - ინგლისური - B2/C1.
- ხარისხის მართვის მენეჯერმა უნდა იცოდეს: ISO ხარისხის სისტემის მართვისა და უზრუნველყოფის მექანიზმები, სტანდარტები;
- ხარისხის კონტროლის სერტიფიკატის ფლობა (ISO 9001:2015)/ან მასთან გათანაბრებული სხვა სერტიფიკატი ასევე ჩაითვლება უპირატესობად;
- საგანმანათლებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
- განცხადებების გადარჩევა;
- გასაუბრება.
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი.