იურისტი
თარიღები: 04 თებ - 05 მარ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: ნახევარი განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი
ენები: ინგლისური
იურიდიული:  იურისტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: i.turmanidze@meridiani.edu.ge
მერიდიანი არის საზღვაო კოლეჯი და საწვრთნელი, სერტიფიცირების ცენტრი, რომელსაც აქვს  სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ  ასევე  ეროვნული და საერთაშორისო აღიარებები.  
კერძოდ აღიარებულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ ეროვნულ დონეზე, ხოლო საერთაშორისო დონეზე მინიჭებული აქვს ISO სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი ლოიდის რეგისტრის მიერ.  
დეტალურად, იხ. გვერდი: https://meridiani.ge/  
მერიდიანი გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.  
 
პოზიციის დასახელება- იურისტი  
ორგანიზაცია- Meridian Maritime Training Centre 
თანამდებობრივი სარგო: განსაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. 
სამსახურის ადგილმდებარეობა- ბათუმი. 
სამუშაოს ტიპი - არასრული განაკვეთი. 
 
იურისტი ასრულებს შემდეგ მოვალეობებს: 
  • ორგანიზაციის შიდა იურიდიული დოკუმენტაციის მოწესრიგება და მართვა; 
  • შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტების/ბრძანებების შედგენა ორ ენაზე (მათ შორის ხელშეკრულებების სამუშაო ვერსიებისა და სხვა შიდა ნორმატიული დოკუმენტების შედგენა); 
  • ორგანიზაციებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა; 
  • ახალი ბიზნეს პარტნიორობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შეფასება; 
  • სამართლებრივ საკითხებში კომპანიის პოზიციისა და პოლიტიკის ჩამოყალიბება და განსაზღვრა; 
  • კომპანიის სახელით მოლაპარაკებების წარმოება; 
  • კანონმდებლობასთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით კომპანიის მენეჯმენტისთვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა. 
 
იურისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 
  • უმაღლესი იურიდიული განათლება - მაგისტრის ხარისხი; 
  • იურიდიული პრაქტიკის  არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ სამართალში გამოცდილებას; 
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; 
  • უცხო ენის ცოდნა - ინგლისური - B2/C1 დონე. 
 
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე:  i.turmanidze@meridiani.edu.ge   
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: 
  • განცხადებების გადარჩევა;   
  • გასაუბრება.  
 
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: იურისტი