შპს სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანია ოილ ლოჯისტიკი აცხადებს აცხადებს ვაკანსიას - დისპეტჩერის (დისტანციური მართვის ოპერატორის) პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და შეთანხმების საფუძველზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღალგაბარიტული ავტომობილების, ადგილობრივი და საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების რეგულაციების შესაბამისად, გადაზიდვების/გადაადგილების შეუფერხებელად უზრუნველყოფა,
- სატრანსპორტო რეგულაციების ნორმატიული აქტების დაცვის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო პროცესების ახალი რეგულაციების შესაბამისად შეცვლა .
- მარშრუტის კვლევები, ინსპექტირება და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.
- ავტომობილების გადაადგილების, დატვირთვის, გადმოტვირთვის დროის/ვადების, მათ შორის ონლაინ რეჟიმშიც, კონტროლი.
- ავტომობილებისა და მათი მძღოლების მიერ განრიგით დაგეგმილი და გაწეული სამუშაოს დეტალების პროგრამაში დროული-ზუსტი ასახვა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
- ავტოპარკის ტექნიკურ ჯგუფთან თანამშრომლობა, ავტომობილების სათანადოდ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, დაგეგმილ მარშრუტზე გამგზავრების უზრუნველსაყოფად.
- მყისიერი რეაგირება ადგილზე პრობლემატური საკითხების და საგანგებო სიტუაციების წარმოშობისას, კოორდინირება კომპანიის შესაბამის დეპარტამენტებთან ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად.
ძირითადი მოთხოვნები:
- გამოცდილება სატრანსპორტო გადაზიდვების სფეროში. განსაკუთრებით დიდი ზომის ან მძიმე ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- სასურველია საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და ნებართვების მართვის გამოცდილება.
- კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების და მონიტორინგის უნარი;
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ CV-ში დეტალურად მიუთითოთ: სამუშაო გამოცდილება, დამსაქმებელი კომპანიის დასახელება და ელ.ფოსტის სათაურის ველში - “subject”-ში პოზიცია. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეულნი შემდგომ ეტაპზე.