მარკეტების ქსელი „გვირილა“ ინოვაციური ბრენდია საქართველოს ბაზარზე, რომლის მიზანია შესთავაზოს სხვადასხვა გემოვნების მომხმარებელს მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომი ფასისა და ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჟამად კომპანია არის სწრაფად მზარდი და განვითარებადი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თანამშრომლის კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
შპს „გვირილა რითეილის“ მარკეტების ქსელი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქციები:
- პერსონალის უსაფრთხოდ გადაყვანა დანიშნულების ადგილამდე;
- მიცემული დავალების განსაზღვრულ დროში შესრულება;
- ხელმძღვანელის უშუალო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ავტომანქანის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
- მართვის მოწმობა B კატეგორია;
- აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა.
უნარ-ჩვევები:
- დისციპლინირებული
- პუნქტუალური
- პასუხისმგებლიანი
- შრომისმოყვარე
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00;
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, სათავო ოფისი
- ანაზღაურება -1000 ლარი
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- მეგობრულ გუნდს
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@gvirila.com.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში(subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.