UPS-ის და UPS SCS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი საქართველოში, შპს „მერიდიან ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- საქართველოს კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საბუღალტრო-ფინანსური აღრიცხვის უზრუნველყოფა (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და სხვა შეაბამისი ოპერაციები).
- მიმდინარე ბუღალტრული გატარებების მონიტორინგი და პროცესის სრულყოფა.
- სალაროს ნაშთების კონტროლი.
- კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ რეპორტების მომზადება.
- საგადასახადო დეკლარაციების სწორად მომზადების უზრუნველყოფა გადასახადების გადახდის უზრუნველყოფა და დეკლარაციების შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა.
- ყოველთვიური ანგარიშის, საქართველოს საპენსიო ფონდში წარდგენა.
- სტატისტიკის რეპორტების მომზადება და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებში წარდგენა.
- თანამშრომლების ხელფასების, ბონუსების საპენსიო შენატანების და სადაზღვევო პრემიების დაანგარიშება, გადასახადების გადახდა, გადარიცხვების უზრუნველყოფა.
- საბანკო გადარიცხვების მომზადება
- კომპანიის საგადასახადო და ფინანსურ აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხების სწორად გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება.
- ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
- კომპანიის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულების საგადასახადო კუთხით შეფასება და შესაბამისი მითითების გაცემა.
- კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაციის უზრუნველყოფა
- საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვის) განხრით.
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- კომპიუტერული-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: MS Excell, MS Word, MS Power Point, MS Outlook.
- საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა და საგადასახადო კოდექსის
- საბუღალტრო პროგრამა „ბალანსში“ ან 1C-ში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა( IFRS)
- პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA ჩაითვლება უპირატესობად
- ქართული, ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ფლობა (წერილობითი/ზეპირი);
უნარ–ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესული სიტუაციების გაწონასწორებულად მართვის უნარი;
- შედეგებზე ორიენტირებული.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები შერჩევის პროცედურა მოიცავს სამ ეტაპს:
- კანდიდატთა შერჩევა მათგან მიღებული რეზიუმეების საფუძველზე;
- დაკავშირება;
- გასაუბრება,
- ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადით დასაქმება.
სამუშაო განრიგი:
სრული, კვირაში 5 დღე 10:00-დან 18:30-მდე
შაბათი: 10:00-დან 1:00-მდე
შესვენება - 1 საათი
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: ana@mexge.com. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ “ვაკანსია - ბუღალტერი-სახელი, გვარი“.