ს.ს “ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტ-ადმინისტრატორის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
მოვალეობები:
- ვალდებულებათა უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება, გაფორმება და რეგისტრაცია;
- ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებების გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების (კრების ოქმი, პარტნიორის გადაწყვეტილება, მინდობილობა და ა.შ.) მომზადება;
- დადგენილი წესით ქონებაზე სამართლებრივი დატვირთვის გაუქმებისათვის საჭირო წერილების, მომზადება;
- ვალდებულებათა უზრუნველყოფის ხელშეკრულებთან დაკავშირებით ურთიერთობა სანოტარო ბიურობეთან, მარეგისტრირებელ ორგანოებთან (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ შსს მომსახურების სააგენტო, აქციათა დამოუკიდებელი რეგისტრატორი და ა.შ.);
- ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე, სამართლებრივი უფლების წარმოშობის, შეცვლის და შეწყვეტის რეგისტრაციასთან დაკავშრებული დოკუმენტაციის სარეგისტრაციოდ წარდგენა, ასევე აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების მომზადება და პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა;
- ხელშეკრულების გასაფორმებლად წარდგენილი დოკუმენტების კანონმდებლობასთან და ბანკის შიდა ინსტრუქციებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;
- კომპეტენციის ფარგლებში ბანკის თანამშრომლების კონსულტირება იპოთეკასა და გირავნობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცილდება;
- აუცილებელია იპოთეკა-გირავნობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის ცოდნა;
- სასურველია სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პროგრამებში მუშაობისათვის აუცილებელი სასერთიფიკატო გამოცდის სერთიფიკატი;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!