კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ სერვისების არქიტექტორს
და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- შეთანხმების საფუძველზე კლიენტის ბინის გეგმარების ცვლილება (გამიჯვნა/გაერთიანება);
- ტიხრების, გათბობა/ ელექტროობის ნახაზების მომზადება/შეთანხმება;
- მუშა ნახაზების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- აუცილებელია მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- აუცილებელია REVIT - ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე
2025 წლის 16 თებერვლის ჩათვლით:
http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.