კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ არქიტექტორების ჯგუფის უფროსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
არქიში დასაქმებული არქიტექტორების ჯგუფის უფროსის ფუნქციები იქნება:
- არქიტექტურული ჯგუფის სამუშაო პროცესის მართვა და საქმის დელეგირება, პროგრესის კონტროლი და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
- ჯგუფის წევრების საქმიანობის მონიტორინგი;
- არქიტექტურული პროექტების შედგენა;
- სამშენებლო ნახაზების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
- სამშენებლო ობიექტზე ვიზიტების განხორციელება;
- მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია და ზედამხედველობა, მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია, ArchiCAD-ის და Revit- ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.