კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ არქიტექტორების ჯგუფის უფროსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
არქიში დასაქმებული არქიტექტორების ჯგუფის უფროსის ფუნქციები იქნება:
- არქიტექტურული ჯგუფის სამუშაო პროცესის მართვა და საქმის დელეგირება, პროგრესის კონტროლი და პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
- ჯგუფის წევრების საქმიანობის მონიტორინგი;
- არქიტექტურული პროექტების შედგენა;
- სამშენებლო ნახაზების მომზადება;
- საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
- შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან ნებართვების მოპოვების მიზნით, დოკუმენტების/ნახაზების მომზადება;
- სამშენებლო ობიექტზე ვიზიტების განხორციელება;
- მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია და ზედამხედველობა, მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია მრავალბინიან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია, ArchiCAD-ის და Revit- ის პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
სავალდებულოა პორტფოლიოს ატვირთვა
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 16 თებევრლის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.