უფროსი ინჟინერი ელექტრიკოს - მექანიკოსი
თარიღები: 03 თებ - 03 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ენერგეტიკა:  ელექტრიკოსი (ენერგეტიკა)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@tbilisidryport.com
ვაკანსიის დასახელება / თანამდებობის დასახელება: უფროსი ინჟინერი ელექტრიკოს - მექანიკოსი
თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც გაიხსნება 2025 წლის მარტში. კომპანიის დაგეგმილი საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისი დრაი პორტში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისის მშრალი პორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქში,  რომელიც საზღვაო პორტებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან დაახლოებით 380 კმ-ით არის დაშორებული.
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს :უფროსი ინჟინერი ელექტრიკოს - მექანიკოსი

პოზიციის შესახებ:
ჩვენ ვეძებთ უფროს ინჟინერ ელექტრიკოს - მექანიკოსს, რომელიც შემოგვიერთდება მშრალი პორტის ოპერაციების განყოფილებაში. 
უფროს ინჟინერ ელექტრიკოს - მექანიკოსად მუშაობისას თქვენ პასუხისმგებელი იქნებით ტერმინალის ტერიტორიაზე არსებული მანქანა-დანადგარების უსაფრთხო და გამართულ მუშაობაზე. 
დეპარტამენტის შესახებ:
უფროსი ინჟინერი ელექტრიკოს - მექანიკოსი ექვემდებარება ტექნიკურ მენეჯერს მენეჯერს. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს უფროს ტექნიკოს - ელექტრიკოსთან, მექანიკოსებთან და ელექტრიკოსებთან. 

გამოცდილება და უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
  • ქართული ენის ცოდნა (სალაპარაკო, წერითი)
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ტექნიკური განათლება.
  • მარეგულირებელი დოკუმენტაციის ცოდნა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • უზრუნველყოფს მანქანა-დანადგარების საიმედო და ავარიის გარეშე მუშაობას, მათ მართებულ ექსპლუატაციას, დროულ რემონტს.
  • მონაწილეობას იღებს კომპანიის საქმიანობის ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში.
  • ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას მანქანა-დანადგარების მდგომარეობასა და რემონტზე.
  • ამზადებს მოწყობილობებისა და გამზომი ხელსაწყოების დათვალიერებების, შემოწმებებისა და რემონტების კალენდარულ გეგმებს (გრაფიკებს), იღებს აუცილებელ მასალებსა და სათადარიგო ნაწილებს.
  • მონაწილეობას იღებს ახალი მოწყობილობების მიღებასა და დამონტაჟებაში, ახდენს მათი აღრიცხვის ორგანიზებას, ამზადებს დოკუმენტებს გაცვეთილი მანქანა-მოწყობილობების ჩამოსაწერად. 
  • ახორციელებს მოწყობილობის ტექნიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული მოცდენების მიზეზებისა და ხანგრძლივობის ანალიზს.
  • მონაწილეობას იღებს მოწყობილობების რემონტისა და აღდგენის, მომსახურების ვადის გაზრდის ღონისძიებების, მოცდენების შემცირების, ავარიებისა და საწარმოო ტრავმების თავიდან აცილების პროგრესული მეთოდების შემუშავებასა და დანერგვაში.
  • მონაწილეობას იღებს მოწყობილობების ტექნიკური ექსპლუატაციის, მათი მოვლის, სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოდ ჩატარების, მოქმედი ნორმების, წესების, მოწყობილობაზე ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოების ინსტრუქციების შემუშავებაში.
  • ახდენს მოწყობილობების მოდერნიზაციისა და სარემონტო სამუშაოების აღრიცხვას, ამ მიზნით გახარჯული მასალების ხარჯვის მართებულობისა და ხარისხის კონტროლს. 

ამ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნები*, რათა უზრუნველყოს საკუთარი და კოლეგების უსაფრთხოება. 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com

გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: 
თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 
2025 წლის 03 მარტი

წარმატებას გისურვებთ!