ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი
თარიღები: 03 თებ - 04 მარ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1000
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  ლოჯისტიკის მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@myoffice.com.ge
„ჩემი ოფისი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი პოზიციაზე, ქ.თბილისში , მის: ა.ბელიაშვილის #9

„ჩემი ოფისი“ გახლავთ პრინტერების საბეჭდი მასალების წარმოებისა და გაყიდვების სფეროში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს, მათ შორის პროდუქციის ადგილზე მიწოდებას. იგი თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან საქართველოს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს: https://myo.ge/

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიაში შემოსული შეკვეთების დროული გატარება და ასახვა პროგრამულად;
  • შემოსული შეკვეთების დოკუმენტაციის მართვა - კოორდინირება;
  • კურიერების ადგილმდებარეობის მუდმივი კონტროლი;
  • გასაგზავნი შეკვეთების გადანაწილება კურიერებზე;
  • სამუშაო პროცესის მართვა და ობიექტური დაგეგმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უპირატესობად ჩაითვლება აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ფლობა;
  • სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
  • ენერგიულობა;
  • სხარტი აზროვნება;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები და გრაფიკი:
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
ანაზღაურება: 1000 ლარი
თანამედროვედ აღჭურვილი სამუშაო გარემო;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
ულიმიტო სასაუბრო დრო;

მსურველებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@myoffice.com.ge , გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „ლოჯისტიკის მენეჯერის ასისტენტი“, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.