„ნიუტონის თავისუფალი სკოლა‘’ აცხადებს კონკურსს ქიმიის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე
თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.
ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს ქიმიის მასწავლებელს.
კვალიფიკაცია:
- შესაბამისი უმაღლესი განათლება
- მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- ორგანიზებულობა;
- კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
- კრეატიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს. სამუშაოს დაწყების პერიოდი - 2025 წლის სექტემბერი. ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.