გეოგრაფიის მასწავლებელი

თბილისი სრული განაკვეთი ნიუტონის თავისუფალი სკოლა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: სკოლის მასწავლებელი

„ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს გეოგრაფიის მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე 


თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

ნიუტონის თავისუფალი სკოლა ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის ეძებს გეოგრაფიის მასწავლებელს. 


კვალიფიკაცია:

  • შესაბამისი უმაღლესი განათლება 
  • მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;


უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • ორგანიზებულობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა;
  • კრეატიულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.


კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.


სამუშაოს დაწყების პერიოდი - 2025 წლის სექტემბერი


ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით. 


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge


გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 16 თებერვალი.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს თქვენი ინფორმაცია.  პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმებისათვის საჭირო პროცედურებისათვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.