სოციალური მედია კომუნიკაციის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი პსპ ფარმა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „პსპ ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედია კომუნიკაციის ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • PSP-ს სოც მედია გვერდებზე განთავსებული პოსტების კომენტარებზე დროული და ადექვატური პასუხების გაცემა შეთანხმებული გაიდლაინების მიხედვით;
  • PSP-ს სოც მედია გვერდებსა და PSP-ს ვებ გვერდის ჩეთში მოწერილ მესიჯებზე პასუხების დროულად და ადექვატურად გაცემა შეთანხმებული გაიდლაინების მიხედვით;
  • PSP-ს სოცმედია გვერდებსა და PSP-ს ვებ გვერდის ჩეთში შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება - მომხმარებლის რეკლამაციების ან სხვადასხვა მოთხოვნების გაცნობა, რეაგირებისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება და მომხმარებლისთვის უკუკავშირის დაბრუნება; საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის რეკლამაციის ან მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, რეკლამაციის ქეისის შექმნა და შესაბამსი სამსახურისთვის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი) ბიზნეს ადმინისტრირების მარკეტინგის, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროში;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წლისა;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დედლაინებისა და დროის მართვის უნარი;
  • კრეატიულობა და ინოვაციურობა;
  • ეფექტური წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი   შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  7 თებერვალი.