აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი

გორი, თელავი სრული განაკვეთი მასტერ კოფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
TOP მენეჯმენტი: რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი
სადისტრიბუციო კომპანია „Master Coffee“ , წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -„CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური მენეჯერი (შიდა ქართლი, კახეთი).

ფუნქცია -მოვალეობები:
  • ახალი ობიექტების მოძიება,მოლაპარაკების წარმოება;
  • გუნდის საქმიანობის მონიტორინგი.
  • გუნდის წევრების საქმიანობის მუდმივი ანალიზი და სამუშაო პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება/შენარჩუნება.
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაზე ზრუნვა;
  • მოლაპარაკებების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან , ხელშეკრულებების გაფორმება;
  • გეგმის შესრულების კონტროლი;
  • კლიენტების დავალიანებების მონიტორინგი;
  • თანამშრომლების მიერ შემოტანილი და გადარიცხული თანხების მონიტორინგი;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეპორტის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება  უპირატესად;
  • MS Office  პროგრამების ცოდნა;
  • საკომუნიკაციო დონეზე ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა სასურველია ;
  • საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;

უნარ-ჩვევები:
  • შრომისმოყვარე;
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გაყიდვების და მოლაპარაკების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: 9:00 –18:00;
  • დასვენება: შაბათი, კვირა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • Fitpass

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე  გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge   ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რეგიონალური მენეჯერი.  დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

„მასტერ კოფის“ გუნდი გისურვებთ წარმატებებს!!!